მთავარიპოლიტიკა

დღეს  თეირანში ამიერკავკასიის საკითხებზე 3+3 ფორმატის მინისტრთა შეხვედრა გაიმართება

დღეს,  23 ოქტომბერს თეირანში „3+3“ ფორმატში ამიერკავკასიის საკითხზე რუსეთის, თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მეორე შეხვედრა გაიმართება. სომხეთის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს საგარე საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი. ამის შესახებ იტყობინება  IRNA.

ირანის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, “3+3” ფორმატში მეორე შეხვედრის მონაწილეები განიხილავენ სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებას და რეგიონული თანამშრომლობის გაფართოების მცდელობებს პოლიტიკის, ეკონომიკის, უსაფრთხოების, ტრანზიტისა და ენერგეტიკის სფეროებში.

„რეგიონული პრობლემების გადაწყვეტა რეგიონის ქვეყნების მონაწილეობით დასავლური სახელმწიფოების ჩარევის გარეშე ითვლება ამ ჯგუფის ფორმირების ერთ-ერთ მთავარ მიზანად“, – წერს სააგენტო.

მანამდე სრ პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დათანხმდა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიერ შემოთავაზებული შეხვედრის გამართვას „3+3“ (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, ირანი, თურქეთი, რუსეთი) ფორმატში.

ნახეთ მეტი
Back to top button