პოლიტიკა

ფაქტები უარყოფს აზერბაიჯანის იმ მტკიცებას, რომ ეთნიკური წმენდა არ განხორციელებულა

აზერბაიჯანის ხელისუფლება დეტალურად მოემზადა მიმდინარე წლის 19-20 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიისთვის, განაცხადა ჟურნალისტებთან შეხვედრისას სამართლისა და სამართლიანობის ფონდის „თათოიანის“ დირექტორმა  არმან თათოიანმა.  მან წარმოადგინა განსაკუთრებული ფაქტები აზერბაიჯანის შეიარაღებული თავდასხმებიდან არცახზე. ფონდის ჯგუფები მუშაობდნენ კორნიძორსა და გორისში, მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ექსპერტებთან, არცახის ომბუდსმენთან და აკვირდებოდნენ აზერბაიჯანის ხელმძღვანელობის საჯარო პოლიტიკას. ის, რომ აზერბაიჯანი ახორციელებს ანტისომხურ პოლიტიკას, დაფიქსირდა ადამიანის უფლებათა მოქმედი საბჭოს ოფისშიც.

შეგროვებული ფაქტები ადასტურებს, რომ აზერბაიჯანმა სექტემბრის აგრესიით მოამზადა და განახორციელა ეთნიკური წმენდა არცახში, განაცხადა თატოიანმა.  

„ეს ანგარიში აბათილებს ნებისმიერ თეზისს, ნებისმიერ მტკიცებას იმის შესახებ, რომ საფრთხე არ ყოფილა. ეს ერთბაშად გვიჩვენებს, რომ არა მხოლოდ იყო რეალური საფრთხე, არამედ ხალხი ექვემდებარებოდა ეთნიკურ წმენდას. წინააღმდეგ შემთხვევაში, რას წარმოადგენს ეს ყველაფერი?”

ფაქტებიდან ჩანს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული თავდასხმები 19-20 სექტემბერს მიზნად ისახავდა არცახის დასახლებების ერთმანეთისგან მოწყვეტას. მეორე სტრატეგიული მიზანი იყო მაცხოვრებლების კავშირის გაწყვეტა თავდაცვის არმიის ჯარისკაცებთან.  ხალხი გაოცებული იყო, ოჯახის წევრებს შორის კომუნიკაცია დაიკარგა: მშობლებმა არ იცოდნენ ბავშვების ადგილმდებარეობა, შვილებმა არ იცოდნენ მშობლების ადგილი. ხალხის გამოყოფისა და ქაოსის გამოწვევისკენ მიმართული აქციები 4 მიმართულებით განხორციელდა: მართაკერტი, ასკერანის, მარტუნი და სტეფანაკერტის. აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ამ 4 მიმართულებით ერთდროულად შეუტიეს და დაბომბეს მშვიდობიანი მოსახლეობა. სტეფანაკერტის იზოლაციას სხვა დასახლებებისაგან უპირველესი მნიშვნელობა ჰქონდა, რათა მისი მართვა შეუძლებელი ყოფილიყო და ქაოსი წარმოშობილიყო.

„იმუშავეს, თითოეულ დასახლებულ პუნქტზე მოახდინეს ძალების კონცენტრირება, კონკრეტულად ისე, რომ თითოეულის ცალ-ცალკე იზოლირება მოახდინონ, რომ კავშირი საერთოდ დაიკარგოს. ისე გააკეთეს, რომ ხალხი იძულებული გახდა დაეტოვებინა სახლები“.

აზერბაიჯანის განცხადება იმის შესახებ, რომ ეთნიკური წმენდა არ მომხდარა და ხალხი საკუთარი ნებით წავიდა, არის ცინიზმი, ამბობს თათოიანი.

„როგორ გამოვიდნენ ადამიანები საკუთარი სურვილით, როცა ჩვენ შევკრიბეთ მტკიცებულება, რომ თუ ადამიანმა ცოტა დააგვიანა, მაგალითად, ტყვედ ჩავარდა, მოკლეს, დაჭრეს – ამას ნებაყოფლობით გამოსვლა ჰქვია? რა ნებაყოფლობით წასვლაზეა საუბარი, როცა ისინი ასეთ მდგომარეობამდე მიიყვანეს  აზერბაიჯანის შეიარაღებულმა სამხედროებმა?

ჰაკარის ხიდზე გადასვლისას აზერბაიჯანელები არცახელებს დაემუქრნენ, რომ უკან დაბრუნება არ გაბედონ. ამ ყველაფრის შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციების, გაეროს წარმომადგენლები მოდიან და აცხადებენ, რომ ეთნიკური წმენდის მომსწრე არ ყოფილან, გაკვირვებულია სომხეთის ადამიანის უფლების ყოფილი დამცველი. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს საერთაშორისო ორგანიზაციები მოქმედებენ პოლიტიკური ინტერესების გავლენის ქვეშ, რაც ძირს უთხრის მთელ სამართლებრივ სისტემას, ამბობს თათოიანი. ის ფიქრობს, რომ შეკრებილი ფაქტებით საერთაშორისო საზოგადოებას დაუმტკიცებს, რომ აზერბაიჯანმა მართლაც განახორციელა ეთნიკური წმენდა.

რაც შეეხება  ქალებისა და ბავშვების მკვლელობებს. აზერბაიჯანი ცდილობს უარყოს წამებისა და სისასტიკის ფაქტებიც, ისარგებლა იმით, რომ პანიკის, კომუნიკაციის საშუალებების უქონლობის, ტელეფონების დატენვის პრობლემების პირობებში ბევრი მტკიცებულების დაფიქსირება ვერ მოხერხდა. თათოიანი ამბობს, რომ, მიუხედავად ამისა, არის ფაქტები და ახლა ისინი იკრიბებიან და ცალკე ანგარიშში აჯამებენ.

სომხეთის ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისმა ასევე დააფიქსირა უხეში წამებისა და დასახიჩრების ფაქტები. სომხეთის ომბუდსმენმა, ანაჰიტ მანასიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 19-20 სექტემბერს აზერბაიჯანული აგრესიის შემდეგ, მთიანი ყარაბაღის ათობით მცხოვრების, ასევე ქალებისა და ბავშვების ცხედრებს, რომლებიც აღმოაჩინეს და სომხეთში ჩამოასვენეს, აღენიშნება წამების და დასახიჩრების კვალი.  ჯერჯერობით რიცხვები არ ქვეყნდება, რადგან მონიტორინგული სამუშაოები მიმდინარეობს.

„განსხვავებით წინა შემთხვევებისგან, როცა ინფორმაციაზე წვდომა გვქონდა, ახლა ძალიან ცოტაა პუბლიკაციები, შესაძლოა, ასეთი შემთხვევები გაცილებით მეტი იყოს, ვიდრე ამჟამად ცნობილია. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ყველა საქმე გამოაშკარავდეს“.

ომბუდსმენის თქმით, ანგარიშს გასაგები მიზეზების გამო კონფიდენციალური ნაწილი აქვს. მიღებული მონაცემები ასახულია წინასწარ ანგარიშში, რომელიც წარდგენილ იქნა ჰააგის სასამართლოში, ასევე სიტყვიერად იქნა გაჟღერებული ელჩებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საუბრისას.

ნახეთ მეტი
Back to top button