საზოგადოება

„ჰაი დატ“-ის  კომიტეტმა მოუწოდა აშშ-ის მომავალ ელჩს ისრაელში ხელი შეუწყოს ისრაელის მიერ აზერბაიჯანისათვის იარაღის მიყიდვის შეჩერების საქმეს

ამერიკის „ჰაი დატ“-ის  კომიტეტმა (ANCA) მოუწოდა იაკობ ლუს, ისრაელში აშშ-ის ელჩობის კანდიდატს, დაეხმაროს აზერბაიჯანისთვის ისრაელის იარაღის მიყიდვის შეჩერების საკითხს.   “Armenpress”-ის  ცნობით, ამის შესახებ ამერიკის„ჰაი დატ“-ის  კომიტეტის X მიკრობლოგი იტყობინება.

„ამერიკის სომხური კომიტეტი სთხოვს აშშ-ის მომავალ ელჩს ისრაელში, ისრაელის პოლიტიკა შესაბამისი გახადოს  აშშ-ს ძირითად პრიორიტეტებთან (გენოციდის პრევენცია, რეგიონული მშვიდობა, რელიგიური ჯგუფების პატივისცემა) და შეწყვიტოს იარაღის მიყიდვა აზერბაიჯანისათვის,  აღიაროს სომხების გენოციდი და აღკვეთოს სიძულვილის დანაშაულები. “

ნახეთ მეტი
Back to top button