IRC მოუწოდებს მხარი დაუჭირონ 100 000-ზე მეტ მთიან ყარაბაღელ ლტოლვილს

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამწვავებიდან ერთი თვის შემდეგ, რაც აიძულა თითქმის მთელი ეთნიკური სომეხი მოსახლეობა გაქცეულიყო, საერთაშორისო სამაშველო კომიტეტი (IRC) ითხოვს მხარდაჭერის გაგრძელებას 100000-ზე მეტი დევნილისთვის.
„არსებული მონაცემებით, რეგიონში ამჟამად 50-დან 1000-მდე ეთნიკური სომეხია დარჩენილი. სომხეთიში 2.8 მილიონი მაცხოვრებელია, რომლის სიღარიბის მაჩვენებელი 25%-ზე მეტია, ზამთრის მოახლოებასთან ერთად შესაძლოა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდეს დევნილთა საჭიროებების დაკმაყოფილება.
გორისსა და ერევანში დევნილ სომხებთან და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრების შემდეგ, საერთაშორისო სამაშველო კომიტეტი (IRC) დაეხმარება ოთხ ადგილობრივ პარტნიორს ზამთრის აუცილებელი ნივთების განაწილებაში და ქალებისა და ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
„ათიათასობით ადამიანი, ვინც მთიანი ყარაბაღი დატოვა, ამჟამად კერძი პირების სახლებში და კოლექტიურ საცხოვრებლებშია განთავსებული. მთავრობის, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისა და მეზობლების ძალისხმევა იყო თვალსაჩინო, მაგრამ იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას კვლავ დასჭირდება მხარდაჭერა უახლოეს თვეებში მათი გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
ხალხის უმეტესობა ძალიან სწრაფად გაიქცა, ყველაფერი ხელუხლებლად დატოვა. როდესაც ტემპერატურა მკვეთრად იკლებს, მათ სასწრაფოდ ესაჭიროებათ თბილი ტანსაცმელი ბავშვებისთვის, საწოლები და საშუალებები სახლების გასათბობად და საკვების მოსამზადებლად. მათ ასევე სჭირდებათ მხარდაჭერა უეცარი გადაადგილების შედეგად მიღებული ემოციური ტრავმისა და კონფლიქტის შედეგების გამოსასწორებლად.
სტუმრობისას შევხვდით ნაქირავებ ბინაში მცხოვრებ ექვსსულიან ოჯახს, რომელიც შემოხვეოდა ერთ პატარა ელექტრო ღუმელს, რომელიც ოქტომბრის შუა რიცხვებში საკმარისი არ არის ერთი ოთახის გასათბობად. სხვა თავშესაფარში შვიდი ადამიანი ცხოვრობდა ერთ ოთახში, რომელიც აღჭურვილი იყო მხოლოდ სამი ერთადგილიანი საწოლით. დაწესებულებას მხოლოდ ორი საშხაპე და საპირფარეშო ჰქონდა სამოცდაათამდე ადამიანის განსათავსებლად, რაც ხაზს უსვამს იმ მძიმე საცხოვრებელ პირობებს, რომლებსაც დევნილები აწყდებიან“, – თქვა კეტრინ სოკოლმა, IRC-ის საგანგებო სიტუაციების მართვის ფილიალის სპიკერმა.
IRC მუშაობს ადგილობრივ პარტნიორებთან, რათა დააკმაყოფილოს 1,700 იძულებით გადაადგილებული ადამიანის საჭიროება, უზრუნველყოს საბნები, თბილი ტანსაცმელი, გამათბობლები და საწოლები გაჭირვებულთათვის, რათა შეინარჩუნონ სითბო, ასევე შექმნან უსაფრთხო სივრცე ქალებისთვის კოლექტიურ თავშესაფრებში.