
აზერბაიჯანი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ სანდო პარტნიორად აღარ ითვლება.
Armenpress-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ხაზგასმით აღნიშნა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ როტმა სომხეთში გერმანიის საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე, შეეხო რა შემდეგ საკითხს: გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა დაარღვია პირობა, რომ თვდასხმას არ განახორციელებს მთიან ყარაბაღზე, შესაძლებელია თუ არა ევროკავშირისთვის დაპირების მიცემა და მისი დარღვევა ყოველგვარი შედეგის გარეშე?
„შედეგები იყო. ერთ-ერთია ის, რომ აზერბაიჯანმა დაკარგა საერთაშორისო საზოგადოების ნდობა. საერთაშორისო საზოგადოება მას აღარ მიიჩნევს სანდო პარტნიორად“, – განაცხადა როტმა.
ბუნდესტაგის წევრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ პროცესი მოლაპარაკების მაგიდის გარშემო წარიმართოს და მიღწეული იყოს მდგრადი მშვიდობა, რომელითაც გარანტირებული იქნება სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობა.