პოლიტიკა

ანდრანიკ ქოჩარიანი ირწმუნება, რომ სომხეთი რუსულ პლატფორმებს ბოიკოტს არ უცხადებს

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავდაცვისა და უშიშროების მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარე ანდრანიკ ქოჩარიანი ირწმუნება, რომ სომხეთი ბოიკოტს არ უცხადებს რუსულ პლატფორმებზე გამართულ შეხვედრებს.

Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა ანდრანიკ ქოჩარიანმა, უპასუხა რა კითხვაზე, რატომ არ მონაწილეობს სომხეთი რუსულ პლატფორმებზე გამართულ შეხვედრებში.

“ვინ თქვა, რომ ჩვენ არ ვმონაწილეობთ?” ჩვენმა დეპუტატებმა მონაწილეობა მიიღეს კუხო-ს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო სესიაში. ჩვენი ყოფნა ყოველთვის არის ამ პლატფორმებზე, რადგან ამ დროისთვის ჩვენ ვართ კუხო-ს წევრი და ამ პლატფორმებზე ვღებულობთ იმ საკითხების განმარტებებს, რაც ჩვენ გვაინტერესებს“, – განაცხადა ქოჩარიანმა.

დამაზუსტებელ კითხვაზე, გამოდის თუ არა, რომ სომხეთი ბოიკოტს არ უცხადებს რუსულ პლატფორმებს, ქოჩარიანმა უპასუხა: “რა თქმა უნდა, არა, ჯერჯერობით.”

ნახეთ მეტი
Back to top button