
23 ოქტომბერს ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისიმ თეირანში მიიღო სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი, იუწყება სრ საგარეო საქმეთა სამინისტრო.
თანამოსაუბრეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ ორ მეზობელ და მეგობარ ქვეყანას შორის, ურთიერთპატივისცემასა და ორი ხალხის ათასწლიან ძმობაზე დამყარებული მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი ჩამოყალიბდა.

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ირანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვეს სომხეთის რესპუბლიკასა და ირანის რესპუბლიკას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას და ამ მიმართულებით შეთანხმებების განხორციელების მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმას.
არარატ მირზოიანმა და ებრაჰიმ რაისიმ ასევე განიხილეს რეგიონალური და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხები.