პოლიტიკა

გერმანელი ოფიციალური პირი მხარს უჭერს სომხეთში ევროკავშირის სამოქალაქო მისიის გაფართოებას

გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი მიხაელ როტი მხარს უჭერს ევროკავშირის სამოქალაქო მისიის გაფართოებას სომხეთში. ამის შესახებ როტმა ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა.

„მე მომხრე ვარ, რომ ევროკავშირმა გააფართოოს თავისი სამოქალაქო მისია სომხეთში, სომეხი ხალხის უსაფრთხოებისა და დაცვის მიზნით. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ პოლიტიკას”,- აღნიშნა როტმა.

მისი თქმით, ევროსაბჭოში სიტყვით გამოსვლისას სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა წარმოადგინა საეტაპო დებულება, რაც გულისხმობს სომხეთის მზადყოფნას მაქსიმალურად დაუახლოვდეს ევროპულ სტრუქტურებს.

„ეს გულისხმობს, რომ ევროკავშირმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა განავითაროს და გააფართოოს თავისი ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობა სომხეთთან და უფრო ფართო მხარდაჭერა გაუწიოს მთიანი ყარაბაღიდან დევნილ მოქალაქეებს“, – ხაზგასმით აღნიშნა როტმა.

ნახეთ მეტი
Back to top button