პოლიტიკა

გერმანია არ მოითმენს რეგიონში რაიმე სამხედრო გადაწყვეტას. მაიკლ როტი

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ როტი სოლიდარობას უცხადებს სომხეთს და ხაზს უსვამს, რომ მშვიდობას სამხრეთ კავკასიაში ალტერნატივა არ აქვს. როგორც იუწყება Armenpress-ი, ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა.

„24 ოქტომბერს, ჩემს დელეგაციასთან ერთად მივემგზავრები სომხეთის სამხრეთ რეგიონებში და ამ ვიზიტის მიზანია სოლიდარობა გამოვუცხადო სომხეთს, როგორც დემოკრატიულ ქვეყანას და აზერბაიჯანის ავტოკრატიულ რეჟიმს გავუგზავნო მესიჯი, რომ ამ რეგიონში მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია. ჩვენ არ შევეგუებით რეგიონში რაიმე სამხედრო გადაწყვეტას“, – აღნიშნა როტმა.

გერმანელი ჩინოვნიკის თქმით, მთიანი ყარაბაღის ეთნიკური სომხების წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენება ნამდვილად საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა.

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როტი სომხეთს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში როტი შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ალენ სიმონიანთან და ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარე სარგის ხანდანიანთან.

ნახეთ მეტი
Back to top button