
სომხეთმა რუსული იარაღის შესაძენად ფული გადაიხადა და ახლა იარაღის მიწოდებას ელოდება.
ამის შესახებ ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა სრ ეროვნული ასამბლეის თავდაცვისა და უშიშროების მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარემ ანდრანიკ ქოჩარიანმა, უპასუხა რა ჟურნალისტის შეკითხვას, სად არის რუსეთისთვის მიცემული 400 მილიონი დოლარის იარაღი?
„ეს მილიონები მივეცით, რომ იარაღი გვქონოდა, რომელსაც ახლა ველოდებით. ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ხელშეკრულება ითვალისწინებს ვადებს, ვადების დარღვევის შემთხვევაში კი სანქციებს“, – განაცხადა ქოჩარიანმა. მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთის ერთ-ერთ მოკავშირე ქვეყანას იარაღის მიწოდებისთვის ასობით მილიონი დოლარი გადაუხადეს, მაგრამ იარაღის მოწოდება არ მომხდარა.