ეკონომიკა

სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები თბილისში საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობას

Radar Armenia-ს გადმოცემით, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები ნიკოლ ფაშინიანი და ალი ასადოვი 26 ოქტომბერს თბილისში მეოთხე საერთაშორისო კონფერენციაში „აბრეშუმის გზა“ მიიღებენ მონაწილეობას. ისინი აღნიშნული არიან კონფერენციის გახსნის მონაწილეთა შორის. კონფერენციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გახსნის. მონაწილეებს შორისაა აზიის განვითარების ბანკის ვიცე პრეზიდენტი რობერტ კასალი.

ფორუმის ყურადღების ცენტრში ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები იქნება. რეგისტრირებულია ორ ათასამდე დელეგატი 60 ქვეყნიდან: საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ბიზნესმენები, ექსპერტები, ჟურნალისტები.

ნახეთ მეტი
Back to top button