მთავარიპოლიტიკა

სრ საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა მონაწილეობა მიიღო რეგიონულ საკონსულტაციო პლატფორმის შეხვედრაში

23 ოქტომბერს სრ საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა, ირანული მხარის მოწვევით, მონაწილეობა მიიღო ქ.თეირანში რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმის („3+3“) ფორმატში გამართულ შეხვედრაში, რომელშიც მონაწილეობდნენ ასევე ირანის, რუსეთის, აზერბაიჯანის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.

შეხვედრაზე სრ საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა აღნიშნა, რომ არის პრობლემები, ძალიან რთული პრობლემები, არის ისტორია და ეს პრობლემები უნდა გადაიჭრას, წინააღმდეგ შემთხვევაში რეგიონი სამუდამოდ წარსულში დარჩება. მინისტრმა მირზოიანმა დასძინა, რომ არსებული პრობლემების მოგვარებამ შეიძლება უზრუნველყოს თანამშრომლობის ატმოსფერო რეგიონში, როგორც განვითარების მნიშვნელოვანი გარანტი.

ხაზგასმით აღნიშნა რა, რომ შეუძლებელი იქნება სამომავლო გეგმების განხორციელება, თუ საერთაშორისო სამართლის მიერ განსაზღვრული რეგიონული თანაარსებობის ყველა წითელი ხაზი არ იქნება დაცული, არარატ მირზოიანმა აღნიშნა გაეროს წესდების მიზნები და პრინციპები და, კერძოდ, ძალის გამოყენებისა და ძალის გამოყენების მუქარის გამორიცხვა, სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, საზღვრების განუყოფლობის პრინციპების, ასევე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა. „გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ამ პრინციპების დაცვა როგორც ჩვენს ქმედებებში, ასევე თითოეული ჩვენგანის რიტორიკაში. აგრესიული და მუქარის რიტორიკის პირობებში ძნელი წარმოსადგენია ისეთი ხელსაყრელი ატმოსფეროს შექმნა, რომელიც ამბიციური რეგიონული პროექტების განხორციელების საშუალებას მისცემს. სომხეთი, თავის მხრივ, ამ პრინციპების ერთგულია“, – ხაზგასმით აღნიშნა არარატ მირზოიანმა თავის გამოსვლაში.

შეეხო რა წინა, 2021 წ დეკემბერში გამართულ შეხვედრაზე მიღწეულ შეთანხმებას, რომ ეს კონსულტაციები არ გადაიქცევა კონფლიქტების განხილვის პლატფორმად, არამედ ფოკუსირებული იქნება ერთობლივ ეკონომიკურ და განვითარების დღის წესრიგზე, მინისტრმა მირზოიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი აფასებს რეგიონულ თანამშრომლობას ეკონომიკაში, ლოჯისტიკაში, ენერგეტიკაში, წყლის რესურსების მართვაში, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და სხვა სფეროებში.

ისაუბრა რა რეგიონული ინფრასტრუქტურის განბლოკვაზე, სრ საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა აღნიშნა: „სომხეთის რესპუბლიკა, როგორც ზღვაზე გასასვლელის არ მქონე სახელმწიფო, დაინტერესებულია რეგიონის ყველა ინფრასტრუქტურის განბლოკვით და შემდგომი განვითარებით. სახელმწიფოთა სუვერენიტეტისა და იურისდიქციის პატივისცემის, ორმხრივობისა და თანასწორობის პრინციპებზე დაყრდნობით, სომხეთის რესპუბლიკა მზადაა გახდეს რეგიონული ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი. ჩვენ გვჯერა, რომ ჩრდილოეთ-სამხრეთის და აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო მარშრუტების გადაკვეთა ჩვენს რეგიონში, სომხეთის სუვერენული ტერიტორიის ჩათვლით, შეიძლება გახდეს უნიკალური „მშვიდობის გზაჯვარედინი“ ყველა ჩვენგანისთვის“.

ამ კონტექსტში არანაკლებ მნიშვნელოვანია გიუმრი-ყარსის რკინიგზის გახსნა, ასევე ჩრდილოეთ-სამხრეთის პროექტის განშტოების გავლა სომხეთის ტერიტორიით.

ნახეთ მეტი
Back to top button