ჩვენ წინააღმდეგი ვართ „ზანგეზურის დერეფნის“ და მხარს ვუჭერთ სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას. მეჰრდატ ბაზრფაში

სომხეთი ირანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამის შესახებ 23 ოქტომბერს, ერევანში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა ირანის გზებისა და ურბანული განვითარების მინისტრმა მეჰრდატ ბაზრფაშმა.
სომხეთს შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის ფარგლებში.
ოფიციალური პირის თქმით, ირანი არ ეთანხმება აზერბაიჯანის მიერ გავრცელებულ „ზანგეზურის დერეფანს“.
„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ არ ვეთანხმებით ზანგეზურის დერეფანს და სხვადასხვა აზერბაიჯანელ ოფიციალურ პირებთან შეხვედრისას ვთქვით, რომ წინააღმდეგი ვართ. ჩვენი პოლიტიკა ეფუძნება მშვიდობას კავკასიაში და ვგმობთ ყოველგვარ საგარეო ჩარევას. ჩვენ გვჯერა, რომ რეგიონის ქვეყნები თავად შეძლებენ საუკეთესო გადაწყვეტილებების მიღებას“, – აღნიშნა ბაზრფაშმა.
მისი თქმით, ირანი ყოველთვის მხარს უჭერდა სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას და გააგრძელებს მის მხარდაჭერას. „ინფრასტრუქტურა, რომელიც იქმნება ორ ქვეყანას შორის, მიზნად ისახავს მეზობელ ქვეყნებს შორის სტაბილურ მშვიდობას“, – დასძინა ირანელმა მინისტრმა.
მან შეახსენა, რომ ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანთან მიღწეული იქნა შეთანხმება არაზის დერეფანთან დაკავშირებით, რომელიც აზერბაიჯანიდან ირანის ტერიტორიით ნახიჩევანში გადის.