პოლიტიკა
ევროკავშირის მისიამ სომხეთში მე-1000 პატრულირება განახორციელა

Factor.am-ის გადმოცემით, სომხეთში დისლოცირებულმა ევროკავშირის სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიამ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მე-1000 პატრულირება განახორციელა. „დღეს EUMA აღნიშნავს მე-1000 პატრულირებას სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონაში, რათა დააკვირდეს და აცნობოს სიტუაცია. ჩვენ ვახორციელებთ პატრულირებას ქალაქ კაპანში, გორისში, ჯერმუქკში, ეღეეგნაძორში, მარტუნსა და იჯევანში მოქმედი ექვსი ბაზიდან“, – ნათქვამია მისიის X გვერდზე პოსტში. პოსტში ასევე აღნიშნულია, რომ ყოველ კვირას ევროკავშირის მისიის პატრული ფარავს დაახლოებით 3800 კმ-ს და დღეში 7 პატრულირებას ახორციელებს.