პოლიტიკა

ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების საკითხს 13 ნოემბრის სესიაზე განიხილავენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების მოწესრიგების საკითხს მომდევნო სესიაზე განიხილავენ, რომელიც 13 ნოემბერს გაიმართება. ამის შესახებ აზერბაიჯანულ მედიას აცნობა ევროკომისიამ. აღინიშნა, რომ დროის უქონლობის გამო ეს საკითხი, რომელიც გუშინ გამართულ მინისტრთა სხდომის დღის წესრიგში იყო, განხილული არ იქნა. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრაზე სომხეთ-აზერბაიჯანის საკითხი არ განხილულა.

ემა ჩობანიანი

ნახეთ მეტი
Back to top button