
Factor.am-ის გადმოცემით, 2023 წლის 23 ოქტომბერს, რუსეთის ფედერალურ ტელეარხ “პირველ არხზე” გასულ გადაცემასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც შეურაცხმყოფელი და აბსოლუტურად მიუღებელი გამონათქვამები იყო სომხეთის რესპუბლიკის მაღალჩინოსნების მიმართ, სრ საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა რუსეთის ფედერაციის ელჩი სომხეთში სერგეი კოპირკინი. ამის შესახებ განაცხადეს სრ საგარეო საქმეთა სამინისტროში. შეხვედრისას ელჩს საპროტესტო ნოტა გადაეცა.