მიშელ-ფაშინიან-ალიევის შეხვედრა ოქტომბრის ბოლოს არ შედგება

,,რადიო თავისუფლების” გადმოცემით, ოქტომბრის ბოლოს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის შეხვედრა არ გაიმართება. ამის შესახებ განაცხადა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ტოივო კლაარმა, რომელიც ერევნის ფორუმში დისტანციურად მონაწილეობს.
მიზეზად ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა დროის ნაკლებობა დაასახელა.
„ჩვენი მიზანია, ყარაბაღის სომხები დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში. ხაზს ვუსვამთ გრანადაში გამართულ შეხვედრას, რომელშიც ალიევი არ მონაწილეობდა, ახლა ჩვენ ვცდილობთ მოვაწყოთ ფაშინიან-ალიევის შეხვედრა ბრიუსელში“, – განაცხადა კლაარმა, ახალი თარიღების დაზუსტების გარეშე.
„მიუხედავად ნელი პროცესისა, ჩვენ გვჯერა, რომ შედეგი იქნება დოკუმენტის ხელმოწერა“, – აღნიშნა ევროპელმა დიპლომატმა.
„3+3“ ფორმატთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც ორი დღის წინ თეირანში გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, კლაარმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის პრობლემის გადაწყვეტა, შეიძლება იყოს სასარგებლო, „არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს. “.
თვის ბოლომდე ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა გამოაცხადა შესაძლო სამმხრივი შეხვედრის შესახებ ბრიუსელში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში, გრანადაში თვის დასაწყისში, რომელშიც მონაწილეობაზე აზერბაიჯანმა უარი განაცხადა.