პოლიტიკა

როგორი არსენალი და ჯარი აქვს „ჰეზბოლას“?

Radar Armenia-ს გადმოცემით, ბოლოდროინდელი ,,რკინის ხმლების“ სამხედრო ოპერაციის შემდეგ, ჩრდილოეთ ისრაელში მზარდი დაძაბულობის ფონზე, ისრაელის უსაფრთხოების კვლევების ინსტიტუტმა (INSS) გამოაქვეყნა ჰეზბოლას სარაკეტო და საბრძოლო არსენალის შეფასება:

„ის შედგება როგორც რეგულარული, ასევე სარეზერვო ჯარებისგან, რომელთა რაოდენობა 50-100 000 მებრძოლს შეადგენს. გარდა ამისა, ,,რადვანის ძალები“, რომელიც კაგად გაწვრთნილი სასარდლო ქვედანაყოფია საბრძოლო გამოცდილებით, ჰყავთ დაახლოებით 2500 ან მეტი მებრძოლი“, – ნათქვამია მოხსენებაში. მოხსენებაში ასევე ხაზგასმულია ჰეზბოლას “შთამბეჭდავი შეტევითი შესაძლებლობები”, რომელიც შედგება 150-200000 რაკეტისგან, ტყვიამფრქვევისა და ჭურვისაგან, მათ შორის ასობით ზუსტი მართვადი საბრძოლო მასალისგან.

ნახეთ მეტი
Back to top button