პოლიტიკა

საფრანგეთიდან შეძენილი იარაღით შევძლებთ ჰაერის სრულად დახურვას. სამველ ბაბაიანი

საფრანგეთიდან შეძენილი იარაღით შევძლებთ ჰაერის სრულად დახურვას. ამის შესახებ „სივილნეტთან“ ინტერვიუში განაცხადა არცახის თავდაცვის არმიის ყოფილმა სარდალმა სამველ ბაბაიანმა.

„უბრალოდ დეტალურად არ ვიცი რა თაობის იარაღი იყიდეს. ერთხელ, 2021 წელს, რამდენიმე სიტყვა მივწერე პრემიერს იმ კომპანიასთან თანამშრომლობის შესახებ. იმ ფრანგულ კომპანიაში ელექტრონიკა ძალიან კარგად არის განვითარებული. ვთქვათ თუნდაც დათრგუნონ უპილოტოები, არ დაუშვან მათ ზონაში შესვლა. მიხარია, რომ საბოლოოდ სომხეთს მიეცა ამ იარაღის შეძენის შესაძლებლობა. სარაკეტო სისტემა ან დარტყმისთვის ან დასაცავად. მე მიმაჩნია, რომ ეს არის სწორი შესყიდვა“, – თქვა მან.

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემაზე მითითებით, სამველ ბაბაიანმა განაცხადა, რომ ეს სისტემა დღეს კი არა, უკვე დიდი ხანია არ არსებობს: „2020 წლის ომის შემდეგ მსგავსი რამ არ არის და არანაირი დახმარება, არანაირი იარაღი არ მოუწოდებიათ. ამიტომ სომხეთმა გადაწყვიტა თავისტვის განაახლოს საჰაერო თავდაცვის ძალები და აირჩიოს მისთვის მოსახერხებელი და სწორად მიჩნეული იარაღი“.

მან შეახსენა, რომ რუსეთს იარაღის მიწოდებისთვის ფული გადაეცა, რაც არ შესრულდა. „ისეთი დაკავებული არიან უკრაინაში, რომ არ შეუძლიათ მოგვაწოდონ, ჩვენ კი ვერ დავჯდებით და დაველოდებით როდის მოგვაწოდებენ“, – ხაზგასმით აღნიშნა ბაბაიანმა.

ის პრობლემას ვერ ხედავს, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის სისტემა იყოს ფრანგული, ხოლო საარტილერიო სისტემები, მაგალითად, ინდური.

ნახეთ მეტი
Back to top button