
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიწვევით, 2023წ. 19-21 ოქტომბერს ბათუმს ეწვია სომხეთის რესპუბლიკის დელეგაცია, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ხელმძღვანელობით . ამის შესახებ განცხადება გაავრცელა სომხეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახურმა.
სომხეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტმა არმან დილანიანმა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტმა მერაბ ტურავამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში პირადი საუბარი გამართეს, რასაც მოჰყვა სამუშაო შეხვედრა სომხეთის რესპუბლიკისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოების მოსამართლეების მონაწილეობით.
შეხვედრაზე განიხილეს ორ სახელმწიფოში საკონსტიტუციო კონტროლთან დაკავშირებული საკითხები, საკონსტიტუციო სასამართლოების საერთო იურისდიქციის სასამართლოებთან ურთიერთთანამშრომლობა, უმაღლესი სასამართლოების პრეცედენტული გადაწყვეტილებები და ინსტიტუციური დიალოგის მექანიზმებთან დაკავშირებული საკითხები.
სომხეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ არმან დილანიანმა მაღალი შეფასება მისცა ორი ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოების თანამშრომლობას, ხაზი გაუსვა ურთიერთქმედების უწყვეტობასა და გამოცდილების გაცვლას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ, მადლობა გადაუხადა სომხეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაციას ვიზიტის გამო, სადაც ხაზი გაუსვა უმაღლეს სასამართლოებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას.
ვიზიტის ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკის დელეგაცია ქართველ კოლეგებთან ერთად ეწვია ბათუმის სომხურ სამოციქულო ეკლესიას.
გაცნობითი ვიზიტი გაიმართა ბათუმში არსებულ შუა საუკუნეების პეტრას ციხეში.