წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლები ბაქოში მყოფ არცახის ყოფილ პრეზიდენტებს ეწვივნენ

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ბაქოს დელეგაციის წარმომადგენლები ეწვივნენ მთიანი ყარაბაღის ყოფილ პრეზიდენტებს არკადი ღუკასიანს, ბაკო საჰაკიანს, არაიკ ჰარუთიუნიანს, ყოფილ სახელმწიფო მინისტრს რუბენ ვარდანიანს, ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ბაბაიანს, თავდაცვის არმიის ყოფილ სარდალს ლევონ მნაცაკანიანს, პარლამენტის ყოფილ სპიკერს დავით იშხანიანს.
„ვიზიტი 20 ოქტომბერს შედგა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის სტანდარტული პროცედურების ფარგლებში. დაკავებულებს მიეცათ საშუალება დაკავშირებოდნენ ახლობლებს“, – განაცხადა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერევნის დელეგაციის საკომუნიკაციო პროგრამების ხელმძღვანელმა ზარა ამატუნიმ, NEWS.am-ის ჟურნალისტთან საუბრისას კითხვაზე, რეალობას შეესაბამება თუ არა აზერბაიჯანული მასმედიის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლები მთიანი ყარაბაღის ყოფილ ხელმძღვანელობას ეწვივნენ.
„ოქტომბერში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მოინახულეს ყველა ადრე დაკავებული სომეხი აზერბაიჯანში. ვიზიტის დროს მათ მიეცათ საშუალება, კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებით დაკავშირებოდნენ ახლობლებს“, – დასძინა ზარა ამატუნიმ.