პოლიტიკა

ალიევს კომფორტის ნაკლებობის შეგრძნება აქვს –  ალენ სიმონიანი

ჩემი პირადი აზრით, აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს კომფორტის ნაკლებობის შეგრძნება  აქვს. ამის შესახებ ესომხეთის როვნული ასამბლეის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა ეროვნულ ასამბლეაში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ილაპარაკა რა  სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების ბრიუსელში დაგეგმილი შეხვედრის გაუქმებაზე .

კითხვაზე, თუ რატომ არიდებს თავს  ალიევი შეხვედრებს, სიმონიანმა თქვა: „ეს რა ტქმა უნდა ჩვენი კარგი დიპლომატიური მუშაობის შედეგია, საგარეო საქმეთა სამინისტროს, პრემიერ-მინისტრის, საპარლამენტო დიპლომატიის.  ვფიქრობ, ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი ევროპელი და დასავლელი პარტნიორების დარწმუნება, რომ ორაზროვან განცხადებებს არ მივიღებთ“.

სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებისსხვა პლატფორმაზე  განხილვის თემასთან დაკავშირებით სომხეთის პარლამენტის სპიკერმა თქვა:  „რა თქმა უნდა, ჩვენ ნამდვილად არ განვიხილავთ მშვიდობას, რეგიონულ უსაფრთხოებას სხვა პლატფორმეზე. ეს არასწორი იქნებოდა. თუ უნდა განვიხილოთ რეგიონული უსაფრთხოებას რეგიონის ქვეყნებთან, აბა ხომ არ წავალთ დავიწყებთ ამის განხილვას აზიურ ფორმატებში.

 „3+3 ფორმატი მიმაჩნი ჯერ კიდევ დაწყების სტადიაშია და   ჯერ არ მინდა ამ მხრივ რაიმე შეფასება გავაკეთო“, -აღნიშნა სიმონიანმა.  

ნახეთ მეტი
Back to top button