ბაქოში ინდოეთის მინისტრს უკმაყოფილება განუცხადეს სომხეთისთვის იარაღის მიწოდებისათვის

აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი ინდოეთის რესპუბლიკის ვაჭრობისა და მრეწველობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ანუპურია პატელს შეხვდა.
როგორც APA იტყობინება, აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტზე მითითებით, სხვა საკითხებთან ერთად აღინიშნა, რომ „ახლა შექმნილია ისტორიული პირობები სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების მოგვარებისთვის, სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერისთვის და დამყარებისთვის“. ხაზგასმით აღინიშნა, რომ სომხური მხარის აქტიური შეიარაღება სერიოზული დარტყმაა სამშვიდობო პროცესისთვის და ქმნის ახალ საფრთხეებს მშვიდობასა და სტაბილურობას სამხრეთ კავკასიის რეგიონში.
ამ მიმართულებით აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ინდოეთის მინისტრს უკმაყოფილება განუცხადა სომხეთისთვის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით. მაშინ როცა აზერბაიჯანი იარაღის ყიდვით არის დაკავებული.