ბიზნესის კეთების თვალსაზრისით, საქართველო მსოფლიოში საუკეთესო ადგილია – ღარიბაშვილი

საქართველომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გააფორმა. ასევე არსებობს FTA, შეთანხმება არსებობს დსთ-ს ქვეყნებთან, თურქეთთან, ჩინეთთან და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებთან. ჩვენ ვვითარდებით, როგორც რეგიონული ჰაბი. ეს შეთანხმებები ინვესტორებს უზარმაზარ ბაზრებზე წვდომას აძლევს; ჩვენი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა უბიძგებს ინვესტორებს ისარგებლონ იმით, რომ ჩვენ გვაქვს წვდომა 2,3 მილიარდი სამომხმარებლო ბაზარზე. ასევე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ისრაელთან და სამხრეთ კორეასთან. გასული ათწლეულის განმავლობაში ჩვენ შევძელით, რომ საქართველო ბიზნესის კეთების საუკეთესო ადგილად ვაქციოთ მსოფლიოში. გადასახადის განაკვეთი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ჩვენს ქვეყანაში.
ამის შესახებ, როგორც ქართული მედა აქვეყნებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აბრეშუმის გზის ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.