
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით ჩავიდა საქართველოში. პრემიერ-მინისტრს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარშელაძე დახვდა.
ნიკოლ ფაშინიანი დღეს თბილისში „აბრეშუმის გზის“ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.
ვიზიტის ფარგლებში ასევე იგეგმება სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრების ნიკოლ ფაშინიანისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა.