მთავარიპოლიტიკა

რუსეთთან ურთიერთობისას სომხეთი არასდროს არ მოქცეულა არამოკავშირულად- სრ პარლამენტის სპიკერი

რუსეთთან ურთიერთობისას სომხეთი არასდროს არ მოქცეულა არამოკავშირულად და არაპარტნიორულად,   ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში პარლამენტის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა განაცხადა, სადაც ის შეეხო სომხეთში რუსეთის ელჩის სომხეთის  საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოძახების საკითხს.

„სომხური მხარე ყოველთვის წესიერი რიტორიკით იქცეოდა და არასდროს მოქცეულა არამოკავშირულად  და არაპარტნიორულად“, – განაცხადა სიმონიანმა.

მან აღნიშნა, რომ რუსულ ფედერალურ სატელევიზიო არხზე  “პირველ არხზე” გავიდა  გადაცემა, სადაც შეურაცხმყოფელი გამონათქვამები იყო სომხეთის მაღალჩინოსნების მიმართ და რისთვისაც რუსეთის ელჩი დაიბარეს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ეს პირველი შემთხვევა არ არის.  მან ასევე ილაპარაკა  რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებაზე და პროპაგანდაში ჩართული ცნობილი პირების შეურაცხმყოფელ განცხადებებზე.

„ისინი ცდილობენ გააკეთონ ის, რაც ჩვენს საკმაოდ ინფორმირებულ, დემოკრატიულ საზოგადოებაში საპირისპირო ეფექტს იძლევა. არ ვიცი, ვინ არიან მათი მრჩევლები, მაგრამ იმავე გადაცემაზე გაკეთებულ  (რედ. – გადაცემა სრულიად რუსეთის ფედერალურ ტელეარხზე „პირველი არხი“), განცხადებებს საპირისპირო რეაქცია მოჰყვა  სომხეთის რესპუბლიკაში. დაე, ორჯერ დაფიქრდნენ შემდეგ ჯერზე, როცა ასეთ რამეს გააკეთებენ“, – თქვა სიმონიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button