
ფაქტია, რომ რუსმა სამშვიდობოებმა ვერ შეძლეს ან არ ისურვეს მთიანი ყარაბაღის სომხების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა The Wall Street Journal-თან ინტერვიუში განაცხადა.
„როდესაც წარუმატებლობაზე ვსაუბრობ, ვგულისხმობ იმას, რომ რუსეთის სამშვიდობო ჯარებმა ვერ შეძლეს ან არ ისურვეს მთიანი ყარაბაღის სომხების უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ფაშინიანმა ასევე ისაუბრა არცახელი სომხების მომავალ ბედზე და გამოთქვა მოსაზრება, რომ თუ მათ „არ ექნებათ შესაძლებლობა ან სურვილი დაბრუნდნენ მთიან ყარაბაღში, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დარჩნენ და იცხოვრონ სომხეთში“.
პრემიერ-მინისტრის თქმით, სრ-ს შეუძლია იყოს მშვიდობიანი, თუ რეგიონი ვერ იქნება მშვიდობიანი. „არ შეიძლება ისეთი ვითარება იყოს, რომ რეგიონი არ იყოს მშვიდობიანი, მაგრამ სომხეთი იყოს მშვიდობიანი. ამიტომ ჩვენ არანაირად არ ვეწინააღმდეგებით ჩვენს იდეებს მშვიდობის შესახებ და არ ვაცალკვებთ ერთმანეთისაგან რეგიონალურ მშვიდობას და მშვიდობას სომხეთში“.