
სომხეთის მთავრობამ გამოაქვეყნა ბროშურა “მშვიდობის გზაჯვარედინზე, რომელიც მოიცავს რეგიონული კომუნიკაციების გახსნის იდეებს.
ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნულ ასამბლეაში მთავრობის წევრებთან კითხვა-პასუხის დროს განაცხადა.
„ამჟამად ჩვენ გამოვეცით ინგლისურენოვანი მასალა, ბროშურა, სახელწოდებით „მშვიდობის გზაჯვარედინზე“, რომელიც გამოხატავს ჩვენს იდეებს რეგიონული კომუნიკაციებისა და „მშვიდობის გზაჯვარედინის“ რეგულაციების შესახებ“, – განაცხადა პრემიერმა.
მასში წარმოდგენილია შესაძლო მარშრუტები და წინადადებები.
„ჩვენ აღვიქვამთ მას, როგორც რეგიონულ პროექტს და ვაპირებთ, რომ ეს პროექტი გავუგზავნოთ მთელ რიგ საერთაშორისო პარტნიორებს, ველით მათ რეაქციას “, – განაცხადა ფაშინიანმა. პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ პროექტი ოდნავ არის შეცვლილი, ამ პროექტს უკვე აქვს ლოგო. ეს კეთდება იმისათვის, რომ ის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს საზოგადოებისთვის. დღეისათვის ბეჭდური მასალა უკვე ხელმისაწვდომია.