სომხეთში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი – ჩვენ არ ვაძლევთ აზერბაიჯანს მონიტორინგის შედეგებს

ჩვენი მისია მოიცავს 103 ადამიანს. ჩვენი ამოცანაა გავხდეთ ევროკავშირის თვალი და ყური რეგიონში. ამის შესახებ სომხეთის ანალიტიკური ცენტრის APRI-ს “2023 APRIL Forum: Making Progress in Times of Uncertainty” ფორუმზე განაცხადა სომხეთში ეკ სამეთვალყურეო მისიის ხელმძღვანელმა მარკუს რიტერმა (EUMA).
მისი თქმით, დამკვირვებლებს შორის სამხედრო მოსამსახურეები არ არიან, მაგრამ არიან ყოფილი პოლიციელები და ყოფილი მესაზღვრეები.
„ევროკავშირის 27 ქვეყნიდან მისიაში 24 ქვეყნის წარმომადგენელია ჩართული. იმედია სხვებიც შემოგვიერთდებიან. მისია, არსებული შეთანხმებების საფუძველზე, იმუშავებს 2025 წლის დეკემბრამდე.
ჩვენ ასევე ვაცნობებთ ბაქოს ჩვენი საქმიანობის შესახებ, რათა თავიდან ავიცილოთ გაუგებრობა. მაგრამ ჩვენ არ ვაძლევთ მონიტორინგის შედეგებს არც სომხეთს და არც აზერბაიჯანს, არამედ მხოლოდ ევროკავშირის შტაბ-ბინას“, – დასძინა მან.