
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ვარაუდობს, რომ ოქტომბრის ბოლოს დაგეგმილი შეხვედრა ბრიუსელში არ გაიმართება, რადგან აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მისი მონაწილეობა არ დაადასტურა.
ამის შესახებ ფაშინიანმა ეროვნულ ასამბლეაში მთავრობასთან კითხვა-პასუხის დროს განაცხადა.
„ასეთი შეხვედრა დაგეგმილი იყო, მაგრამ ახლა ფაქტია, რომ ეს ოქტომბერში არ შედგება. ვფიქრობ, მიზეზი არის ის, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტს არ დაუდასტურებია მონაწილეობა ამ შეხვედრაში. მაგრამ არის სამუშაო დეტალებიც, რომლებზეც ჩვენ შევეცდებით უახლოეს დღეებში მივიღოთ განმარტებები ევროკავშირის პარტნიორებისგან და გავიგოთ, რა უნდა გაკეთდეს შემდგომში“, – განაცხადა ფაშინიანმა.
მიუხედავად იმისა, რომ სომხეთს უკვე აქვს პასუხი ზოგიერთ კითხვებზე, პრემიერ-მინისტრს ნაჩქარეცი აზრი არ გამოუთქვამს. სომხეთმა გამოთქვა მზადყოფნა მონაწილეობა მიიღოს ამ შეხვედრაში.
ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ტოივო კლაარმა განაცხადა, რომ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის ჩარლზ მიშელის, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ოქტომბრის ბოლოს დაგეგმილი შეხვედრა არ გაიმართება.