მთავარიპოლიტიკა

ჩვენ თავს ვერ ავარიდებთ ჩვენს რეგიონში მიმდინარე პროცესებს   – სიმონიანი „3+3“ პლატფორმის შესახებ

სომხეთი რეგიონში მიმდინარე მოვლენებს მიღმა ვერ დარჩება და ამ თვალსაზრისით ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია „3+3“ ფორმატი.

“Armenpress”-ის  ინფორმაციით, ასეთი პოზიცია ეროვნულ ასამბლეაში ჟურნალისტებთან საუბარში ნაციონალური ასამბლეის პრეზიდენტმა ალენ სიმონიანმა გამოთქვა.

„საბოლოოდ, ჩვენ თავს ვერ ავარიდებთ ჩვენს რეგიონში მიმდინარე პროცესებს. „3+3“ არის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ჩვენს რეგიონში, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა სიმონიანმა.

კითხვაზე,  განიხილება თუ არა სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობები ამ პლატფორმაზე, ისე როგორც უკვე განიხილება სხვა პლატფორმებზე, ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ უპასუხა: „არ უნდა ვთქვათ, რომ ეს საკითხი სხვაგან არ უნდა განვიხილოთ, ეს იქნება შეცდომა“.

მისი თქმით, რეგიონის უსაფრთხოებაზე საუბარი რეგიონშიც უნდა იყოს.

„ რაც შეეხება 3+3“-ს, ის  კვლავ დამწყებ ფორმატად მიმაჩნია“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ნახეთ მეტი
Back to top button