
26 ოქტომბერს ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ორგანიზაციის წევრები მიიწვია შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად, რომლის დროსაც, საბჭოს პრეზიდენტის თქმით, იგეგმება ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების განხილვა, ჰამასის ქმედებების კიდევ ერთხელ დაგმობა და ისრაელის თავდაცვის უფლების აღიარება, თუმცა არ გადაუხვევს უკრაინის მუდმივი მხარდაჭერის თემას. ამის შესახებ ევროსაბჭოს პრესრელიზშია აღნიშნული.
იგი მოიცავს, კერძოდ, კიევისთვის სამხედრო მხარდაჭერის დაჩქარების გზებს, რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენების გეგმებს და დიპლომატიური კონტაქტების გააქტიურებას.