„გული მერევა იმის გამო, რომ 20 წლის განმავლობაში ჩვენი საგარეო პოლიტიკური ისტებლიშმენტი აზერბაიჯანის დიქტატურას აძლევდა „ამერიკულ იარაღზე“ წვდომას – რამასვამი.

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა ვივეკ რამასვამიმ გააკრიტიკა აშშ-ის ხელისუფლება აზერბაიჯანის დაფინანსების გამო, რომელმაც ეთნიკური წმენდა განახორციელა არცახში.
„გული მერევა, რომ 20 წლის განმავლობაში ჩვენი საგარეო პოლიტიკური ისტებლიშმენტი აზერბაიჯანის დიქტატურას აძლევდა „ამერიკულ იარაღზე“ წვდომას, რომელიც ახლა გამოიყენება სომეხი ქრისტიანების მკვლელობისთვის. ახლა გვესმის, რომ არცახში ეთნიკური წმენდა საკმარისი არ იყო და აზერბაიჯანი არ გაჩერდება, სანამ არ გაყოფს სომხეთს შუაზე და არ გახსნის ზანგეზურის დერეფანს თურქეთთან. სიმართლე: 907-ე პუნქტის ეს გამონაკლისი არასოდეს იქნებოდა გაცემული, თუ აზერბაიჯანს არ ეყიდა დიდი ლობისტური ძალა კოლუმბიის ოკრუგში. შოკისმომგვრელია, რამდენად მცირე ყურადღება ექცევა ამას და თვალთმაქცობა განსაცვიფრებელია“, – წერს რამასვამი X-ში აზერბაიჯანელ ლობისტ მაიკლ დორანთან დისკუსიის შემდეგ.
დორანთან საუბრისას რამასვამიმ დაგმო აზერბაიჯანი ეთნიკური წმენდისთვის მთიან ყარაბაღში (არცახი), ავტონომიურ რეგიონში, რომელსაც მან უწოდა ეთნიკურად და რელიგიურად სომხურ-ქრისტიანული.
რამასვამიმ მხარი დაუჭირა 907-ე შესწორებას, რომელიც კრძალავს აზერბაიჯანისთვის სამხედრო დახმარების გაწევას, მიიჩნია უკიდურესად არასწორად, რომ შეერთებული შტატები ეხმარება უკრაინას, მაგრამ თვალს ხუჭავს მთიანი ყარაბის საშინელებებზე.