პრემიერმა პატივი მიაგო 27 ოქტომბრის დანაშაულში დაღუპულთა ხსოვნას
პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან, ალენ სიმონიანთან ერთად, ყვავილებით შეამკო ეროვნული ასამბლეის პარკში აღმართული მემორიალი და პატივი მიაგო 1999 წ. 27 ოქტომბრის დანაშაულის მსხვერპლ სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწეების ხსოვნას.
ამის შესახებ Armenpress-ს განუცხადეს სრ პრემიერ-მინისტრის აპარატის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში.
1999 წლის 27 ოქტომბერს ნაირი ჰუნანიანმა ძმასთან, ბიძასთან და რამდენიმე სხვა პირთან ერთად შეიარაღებული თავდასხმა განახორციელა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სხდომათა დარბაზში. ეს მთავრობის წევრების თანდასწრებით გამართულ კითხვა-პასუხის დროს მოხდა. ტერაქტის შედეგად მოკლეს პარლამენტის თავმჯდომარე, ეროვნული გმირი კარენ დემირჩიანი, პრემიერ-მინისტრი, ეროვნული გმირი ვაზგენ სარგსიანი, პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტები იური ბახშიანი და რუბენ მიროიანი, არცახის განმათავისუფლებელი ომის გმირი, პარლამენტის წევრი არმენაკ არმენაკიანი, პარლამენტის დეპუტატები მიქაელ კოტანიანი, ჰენრიკ აბრაჰამიანი, მინისტრი ლეონარდ პეტროსიანი.