ეკონომიკა

სომხეთის აეროპორტებში მგზავრთა ნაკადმა თითქმის 4,2 მილიონი ადამიანი შეადგინა. ეს 500 ათასით მეტია, ვიდრე მთელი 2022 წელს

News.am-ის გადმოცემით, სომხეთის ორ აეროპორტში (ზვართნოცი და შირაქი) მგზავრთა ნაკადმა 2023 წლის პირველ 9 თვეში თითქმის 4,2 მილიონი ადამიანი შეადგინა.

ეს მაჩვენებელი 2023 წლის ივლის-სექტემბერში 1 მილიონ 789 ათას 360 ადამიანს შეადგენდა. აღნიშნულ პერიოდში ზვართნოცის აეროპორტში მგზავრთნაკადმა 1 763 348 ადამიანი შეადგინა, ხოლო შირაქის აეროპორტში – 26 012 ადამიანი.

ამასთან, 2023 წლის იანვარ-ივნისში სომხეთის აეროპორტებში მგზავრთა ნაკადმა 2 მილიონ 401 ათას 780 ადამიანი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი მთელ 2022 წელს 3 მილიონ 698 ათას 256 ადამიანი იყო, ანუ თითქმის 500 ათასი ადამიანით ნაკლები 2023 წლის 9 თვის მაჩვენებელზე.

ეს, თავის მხრივ, ნიშნავს, რომ 2023 წლის ნაწილობრივი ინდექსი 13%-ით მეტი იყო წინა წლის მთლიან ინდექსზე.

არამ დანიელიანი

ნახეთ მეტი
Back to top button