მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანი უარს ამბობს ბრიუსელის პლატფორმაზე მოლაპარაკებაზე “ზეწოლის ატმოსფეროს გამო”

როგორც factor.am-ი წერს, რამდენიმე დღის წინ, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ტოივო კლაარმა განაცხადა, რომ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს ჩარლზ მიშელს, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შორის შეხვედრა არ გაიმართება.

კლაარმა ეს დროის ნაკლებობას მიაწერა. „ჩვენი მიზანია, ყარაბაღის სომხები დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში. ხაზს ვუსვამთ გრანადაში გამართულ შეხვედრას, რომელშიც ილჰამ ალიევი არ მონაწილეობდა, ახლა ვცდილობთ მოვაწყოთ შეხვედრა ფაშინიანსა და ალიევს შორის ბრიუსელში“, – განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა. ამ განცხადების შემდეგ სომხურმა მხარემ პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე გამოაცხადა, რომ მოლაპარაკებებზე უარს მხარე ისევ აზერბაიჯანია, რომელიც უკვე მეორედ უარს ამბობს ბრიუსელის პლატფორმაზე შეხვედრაზე. მანამდე კი აზერბაიჯანული მედია ამ დღეებში სხვადასხვა პუბლიკაციებს ავრცელებს, რომლებიც მოლაპარაკებებზე უარის გამართლებას თითქოსდა დასავლეთის „მიკერძოებული დამოკიდებულებით“ ცდილობენ და აცხადებენ, რომ ეს პლატფორმა არ არის საჭირო.

აზერბაიჯანის მთავრობასთან დაახლოებული საერთაშორისო ურთიერთობების ანალიზის ცენტრის პრეზიდენტმა ფარიდ შაფიევმა ასევე განაცხადა, რომ ბოლო მოვლენების გამო „ბაქო არ განიხილავს ევროპას ნეიტრალურ შუამავლად“. მან აღნიშნა, რომ „ამჟამად ევროპულ სცენაზე, ბრიუსელში, არის ატმოსფერო, რომელიც აზერბაიჯანზე ზეწოლისკენ მიდრეკილია და რომ მის ჩამოყალიბებაში საფრანგეთმა დიდი როლი ითამაშა“.

„ბრიუსელის ფორმატში ბევრს მივაღწიეთ, მაგრამ რეალობა ისაა, რომ არსებული ვითარება აზერბაიჯანს არ აკმაყოფილებს. ამჟამად უკვე არის პირობები სომხეთთან უშუალოდ, შუამავლების გარეშე შეხვედრისთვის. ამ შეხვედრისთვის შეგიძლიათ აირჩიოთ სხვადასხვა ადგილი, რომელთაგან ყველაზე ახლოს თბილისია. მაგრამ პრობლემა ადგილი არ არის, არამედ მთავარი ფორმატია. ჩვენ ევროპას ნეიტრალურ მედიატორად არ მივიჩნევთ ბოლო მოვლენების გამო, ეს არის პრობლემა“, – განაცხადა შაფიევმა. ბაქოსთვის „სასურველი და ნეიტრალური შუამავალი“ რუსეთია, როგორც ამის შესახებ  ადრე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.

ნახეთ მეტი
Back to top button