პოლიტიკა

„არასაიმედოობა“,   როგორც ახალი ბრენდი

თარგმანი

რისკენ ისწრაფვის,  მაგრამ ვერ აღწევს  რუსული პროპაგანდა,?

მთიან ყარაბაღში რუსული სამშვიდობო მისიის წარუმატებლობასთან ერთად, რუსეთის ოფიციალურმა წრეებმა და სახელმწიფო პროპაგანდისტულმა პლატფორმებმა გაააქტიურეს საინფორმაციო  თავდასხმები სომხეთის წინააღმდეგ.  სამიზნე ძირითადად სომხეთის სახელმწიფოებრიობა და მაღალი თანამდებობის პირები არიან, რომლებზეც გაყალბებითა და მანიპულაციებით პერსონალიზებული კამპანია მიმდინარეობს.

ყალბი და მანიპულირება, როგორც უკანასკნელი საშუალება სახის გადასარჩენად

სომხეთის წინააღმდეგ მიმართულ ყალბ და მანიპულაციურ ინფორმაციას ავრცელებენ არა მხოლოდ რუსი კლასიკოსი  პროპაგანდისტები, არამედ მაღალჩინოსნებიც. საკმარისია აღინიშნოს რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის გაუწონასწორებელი პუბლიკაციები სომხეთის პრემიერ-მინისტრის შესახებ, ან რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის ევგენი ფიოდოროვის განცხადებები, რომ თითქოს, მალე სომხეთი სახელმწიფოდ არსებობას შეწყვეტს და რუსეთი „ამ ტერიტორიაზე კონტროლს აღადგენს“.

მაგალითები, რა თქმა უნდა, ბევრია და მხოლოდ მათი ჩამოთვლა მოითხოვს ცალკე ვრცელ სტატიას, დაწყებული სომხური გვარის მქონე ადამიანებით, დამთავრებული სახელმწიფო ტელევიზიებით, რომლებიც ახორციელებენ პროაზერბაიჯანულ პროპაგანდას მთიანი ყარაბაღის სომხების წინააღმდეგ. ანტისომხური პროპაგანდის ბოლო სამარცხვინო ჩვენება მოხდა რუსეთის პირველ არხზე, რომელმაც თითქმის ერთი საათი დაუთმო სომხეთისა და სომხეთის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ანტიპროპაგანდას. სომხეთის ლიდერისადმი მიკუთვნებული ყალბი ციტატების ქარბუქი,  მილიონ დოლარიანი  საათის ყალბი ინფორმაცია, სომხეთის ხელმძღვანელების შესახებ მოგონილი  „სოროსის მფარველობა“ და სხვა მრავალი სიცრუე და მანიპულაცია ნამდვილად ამაზრზენი იყო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს მთავარი რუსული ტელეარხის მიერ  პრაიმ-ტაიმში იყო ნაჩვენები. გარდა ესთეტიკური მხარისა, იმ გადაცემის დროს იყო მცდელობა მოეხდინათ არაერთი ღირებულებების დაკნინება, სომხეთის საშინაო საქმეებში ჩარევა, იყო შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, სიძულვილის ენა და სხვა მტრული გამოვლინებები.

რუსი ჩინოვნიკებისა და პროპაგანდისტების მიერ ასეთი აშკარად მიმართული ხელწერის გამოვლინება და ამ ყველაფრის გავლენის ანალიზს არაერთ საინტერესო დასკვნამდე მივყავართ. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ანტისომხური ტალღა ერთი თვის წინ დაიწყო, სომხური მოსახლეობის ეთნიკური წმენდისა და ყარაბაღის დასახლების პარალელურად, მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების თანდასწრებით. იმ დღეებში რუსული მედია თითქმის არ ასახავდა აზერბაიჯანული აგრესიის შედეგებს და საერთოდ არ აშუქებდა მთიანი ყარაბაღის ეთნიკურ წმენდას. სამაგიეროდ, რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოები და სახელმწიფო ტელევიზიები ერევნის საპროტესტო აქციებს მთელი საათის განმავლობაში აშუქებდნენ, რუსი პროპაგანდისტები კი მოქალაქეებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებდნენ.

რუსული სახელმწიფო მედიის კამპანიამ და პროპაგანდისტების მიმართულმა ძალისხმევამ უშედეგოდ ჩაიარა, საზოგადოებამ ნათლად იცოდა თუ საიდან მოდიოდა ის უბედურება, რომელიც დაატყდა თავს მთიანი ყარაბაღის ჩვენს თანამემამულეებს, ვინ  იყვნენ ნამდვილი დამნაშავეები და რომელთა უმოქმედობისა და უყურადღებობის გამო მოხდა ეთნიკური წმენდა. არა ხალხმრავალი  აქციები მალევე ჩაქრა და რუსულმა წრეებმა დაიწყეს ღრმა იმედგაცრუების გამოხატვა და ოპოზიციის ლიდერების დადანაშაულება, რომლებმაც, ვერ გამოიყენეს შესაძლებლობა პროტესტის ტალღის ასამაღლებლად და ხელისუფლების შესაცვლელად.

დასავლეთი დამნაშავეა, სოროსი დამნაშავეა, ფაშინიანი დამნაშავეა

რუსული პროპაგანდისა და ოფიციალური რიტორიკის ზემოხსენებულ მოდიფიკაციას ერთი ძალიან მარტივი მიზანი აქვს: დაარწმუნოს, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი, შიდა აუდიტორია, შემდეგ კი სომეხი საზოგადოება და მთიანი ყარაბაღიდან დევნილი ხალხი, რომ ყარაბაღის სომხებისაგან დაცლა  არ ყოფილა  რუსეთ-აზერბაიჯან-თურქეთის პოლიტიკური ვაჭრობის და რეგიონული გადაჯგუფების შედეგი, არამედ ეს იყო სომხეთის ხელისუფლების მიერ დასავლეთის წაქეზებით გატარებული პოლიტიკის შედეგი, სადაც  რუსეთს პრევენციის  არანაირი ბერკეტი არ გააჩნდა. უდავოა, რომ ყარაბაღის მეორე ომში დამარცხებისთვის სომხეთის ყველა დროის ხელისუფლებას, მათ შორის ახლანდელ ხელისუფლებას, აქვს დანაშაულის ზომვადი და მკაფიო წილი. თუმცა, რეგიონული ზესახელმწიფოს პოლიტიკისა და მისი შეუქცევადი შედეგების სომხეთის ჯიბეში მორგების მცდელობები სასაცილო, უშედეგო და უსინდისოა.

დასავლეთისა და სომხეთის წინააღმდეგ ისრების სროლის ნარატივი ვერ უძლებს ვერანაირ ლოგიკურ კრიტიკას და კითხვას, არამედ წააგავს იმ მოსწავლის მსჯელობას და პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მცდელობას, რომელიც გაკვეთილზე მოუმზადებელი მივიდა.  უმაღლეს დონეზე გაჟღერებული აზრი, რომ რუსი სამშვიდობოები ყარაბაღში თითქოს სადამკვირვებლო მისიას ასრულებდნენ, ასევე ერთ-ერთი დამახინჯებული მიზეზია. თუმცა, ჯერ კიდევ სამშვიდობოების განლაგების დღეებში, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სამშვიდობოების მისიაა ყარაბაღის მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვა  და ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფა.

რუსეთში საკუთარი აუდიტორიის წინაშე წარდგენილ ამ  სასაცილო მსჯელობებს საკუთარ მსმენელი  ჰყავს და  შედეგებსაც  აღწევს.  თუმცა, რუსეთის ფარგლებს გარეთ მთელი მსოფლიო, კერძოდ, სომხეთის საზოგადოება მოწმეა იმ რეალობისა, როდესაც რუსი სამშვიდობო ძალების პასუხისმგებლობის ზონაში სომხური მოსახლეობა ეთნიკურ წმენდასა და დეპორტაციას დაექვემდებარა. ყველამ დაინახა,  რომ 9 ნოემბერს რუსეთის ფედერაციის გარანტიით ხელმოწერილი განცხადება აზერბაიჯანის ზეწოლისა და სამხედრო აგრესიის შედეგად ყველა პუნქტით ბათილად იქცა, რაზეც განცხადების გარანტორს არავითარი პასუხი არ გაუცია. ყველამ დაინახა, რომ რუსეთმა არ შეასრულა თავისი უმნიშვნელოვანესი ვალდებულებები მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უსაფრთხოების, ლაჩინის დერეფნის გამტარუნარიანობისა და სხვა დებულებების უზრუნველსაყოფად. ყველამ თვალნათლივ დაინახა,  რომ შესაძლებელია 5-6 რუსი მშვიდობისმყოფელის მოკვლა, მათ შორის სამშვიდობო მისიის მეთაურის მოადგილის, შემდეგ კი პრობლემის ამოწურვა  ერთი სატელეფონო ზარით და დაღუპულთა ახლობლებისთვის ფულადი კომპენსაციის შეთავაზებით. რაც არ უნდა დიდი ძალისხმევა გამოიყენოს რუსეთის პროპაგანდისტმა, რამდენი მანიპულაციური ხრიკიც არ უნდა გამოიყენონ  რუსმა ოფიციალურმა პირებმა, ზემოთ აღწერილი ფაქტები აშკარა ჭეშმარიტებაა, რომლის უარყოფა ან დამახინჯება შეუძლებელია. ისინი დარჩებიან ისტორიის ფურცლებზე და თაობათა მეხსიერებაში.

რატომ აღმოჩნდა რუსეთი ისეთ მდგომარეობაში, რომ უწევს ვაჭრობა სომეხი ხალხის ნაწილით, საკუთარი სამშვიდობოების სისხლით, საკუთარი ავტორიტეტის ჩახშობის ხარჯზე და შემდეგ მტკიცე ნაბიჯით რეგიონის დატოვება ეს უკვე სხვა თემაა განხილვისათვის.

რუსული პროპაგანდის  ცუგცვანგი  და  “არასაიმედო ბრენდინგი”

მიუხედავად უზარმაზარი ძალისხმევისა, მედიის, პროპაგანდისტული პლატფორმების და ყველაზე დიდი აუდიტორიის პროპაგანდისტების ბინძური პროპაგანდისა, სომხეთის წინააღმდეგ მიმართული (დე)ინფორმაციული ცუნამი ნაწილ-ნაწილ  ირღვევა  და აბსოლუტურად საპირისპირო ეფექტს ტოვებს. რაც უფრო ძლიერია რუსული დეზინფორმაციული თავდასხმა სომხეთის ხელისუფლების წინააღმდეგ, მით უფრო მყარდება ხელისუფლების პოზიციები სომხეთის საზოგადოების აღქმაში და მათ მიერ დაშვებული შეცდომები “განწმენდილია”.  რაც უფრო აქტიურია მანიპულაციები, რომლებიც მიზნად ისახავს სომხეთისა და სომეხი ხალხის დადანაშაულებას რუსეთის ხელისუფლების დათმობებისა და რუსი სამშვიდობოების უმოქმედობის შედეგებში, მით უფრო მძაფრდება სომხურ საინფორმაციო პლატფორმებზე  “მოღალატე რუსეთის” კონტრნარატივები, რუსეთ-თურქული გარიგებები და სხვა. რამდენადაც სომხური გვარის მქონე ადამიანები სომეხ ხალხს უმადურობაში ადანაშაულებენ, სომხეთში ისმის მოწოდებები და მოთხოვნები, შეზღუდოს რუსეთის ყოფნა სხვადასხვა ფორმატში. ანალოგიურად, რაც უფრო ხშირად იმეორებს რუსეთი „სად გაგვექცევა სოხმეთიო“,  მით უფრო ღრმაა, მაგალითად, სომხურ-ფრანგული ან სომხურ-ინდური ურთიერთობები.

რუსული პროპაგანდისთვის სომხურ სფეროში შეიქმნა ვითარება, როცა დუმილიც და კონტრმოძრაობაც მათთვის მხოლოდ  ნეგატიურ შედეგებს იწვევს, რაც კანონიერი და გამართლებულია. სომხურ საზოგადოებაში დომინანტი გახდა მოსაზრება, რომ რუსეთი და თითქმის ყველაფერი რუსული  – არასანდოობის სინონიმია. ასეთი აღქმა აბსოლუტურად არ ჩამოყალიბებულა ზოგიერთი მითიური დასავლური სტრუქტურებისა თუ საელჩოების გავლენით, ის არ ჩამოყალიბებულა ბოლო ერთი თვის განმავლობაში. რუსეთის „არასანდოობის ბრენდინგი“ დაიწყო სომხეთთან გაფორმებული სამოკავშირეო ხელშეკრულებების უხეში დარღვევით და დასრულდა ყარაბაღის სომხების წინაშე აღებული ვალდებულებების სრული უარყოფით.

ისტორიის ფურცლებზე და მილიონობით სომეხი ეროვნების დამიანების მეხსიერებაში დარჩებ  9 თვიანი არაადამიანირი ალყისა და შიმშილისას,  შემდეგ კი სამხედრო აგრესიისას    სომხეთის თხოვნა დახმარებაზე, რომელიც მოკავშირის მხრიდან უპასუხოდ დარჩა. მახსოვრობაში დარჩება სომეხი ხალხის ათასწლოვანი  სამშობლოდან განდევნის შეუქცევადი რეალობა,  მიუწოდებელი იარაღი, გაუმართლებელი იმედი, მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტების  დესტრუქციული ლოიალობა ბაქოს ციხეში.

თანამედროვე რუსეთს მხოლოდ ერთი ღირებული მისია უნდა შეესრულებინა სომხეთსა და სომეხი ხალხისათვის  –  შეენარჩუნებინა ყარაბაღი სომხური.  19 სექტემბერს რუსეთმა უარი თქვა ამ მისიაზე,  ახლა არ არსებობს სხვა ღირებული მისია ან ფუნქცია, რომელსაც ქვეყანა შესთავაზებს.

„არასანდოობის ბრენდინგი“ რუსეთის შემთხვევაში აქტუალურია არა მხოლოდ გლობალურ დონეზე, არამედ ბევრ რუსულ ინსტიტუტთან მუშაობაშიც. ერთი კონკრეტული მაგალითი: პირველი სომხურ-რუსული მედიაფორუმი ერევანში ჩატარდა სექტემბერში რუსულ პლატფორმებზე ანტისომხური პროპაგანდისტული ტალღამდე სულ რაღაც ერთი კვირით ადრე. სამი დღის განმავლობაში სომეხი და რუსი ექსპერტები საუბრობდნენ მედია სფეროში ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, მედიაფორუმის შედეგად რუსეთის საგარეო საქმეთა ოფიციალურმა წარმომადგენელმა ხელი მოაწერა განცხადებას მრავალი კეთილშობილური ღირებულებისა და იდეის შესახებ. ღონისძიების მონაწილეებს სამინისტრომ კეთილშობილური გზავნილით და წახალისებით მიმართა. თუმცა ის, რაც რუსულმა პროპაგანდამ ერთი კვირის შემდეგ დაიწყო და ახლაც გრძელდება, ინფორმაციული თვალსაზრისით, მოგვაგონებს გერმანიის თავდასხმას  სსრკ-ზე.

რუსეთის საინფორმაციო პოლიტიკის და ზოგადად სომხეთის წინააღმდეგ პოლიტიკის არქიტექტორებს  ჯიუტად არ უნდა შეიგნონ  ერთ მარტივი რეალობა, რაც მათ მიერ მოგონილი ყველა სცენარის ჩავარდნის მიზეზია. კარგია თუ ცუდი, მაგრამ სომხეთი დემოკრატიული ქვეყანაა, სომხეთში ხელისუფლება ირჩევა და იცვლება თავისუფალი არჩევნებით და ამიტომ კამპანია დღევანდელი ხელისუფლების, კონკრეტული პიროვნებების წინააღმდეგ, არის კამპანია იმ უმრავლესობის წინააღმდეგ, ვინც დემოკრატიის გზა აირჩია. მთავრობები მოვლენ და წავლენ, ხალხი შეიცვლება, მაგრამ ეს ცვლილებები ვერ აღმოფხვრის ისტორიის სახელმძღვანელოებში და თაობების მეხსიერებაში რუსეთზე ამოტვიფრულ „არასანდოობის ბრენდს“.

ავტორი

გორ წარუკიანი

 სომხეთი  პრემიერ-მინისტრის აპარატის საზოგადოებასთა

 ურთიერთობისა და საინფორმაციო ცენტრის დირექტორი

ნახეთ მეტი
Back to top button