არცახში დარჩენილ სომხებს ზედამხედველობის გარეშე ნათესავებთან საუბრის უფლებას არ აძლევენ – ლინდსი სნე

საერთაშორისოდ ცნობილმა ჟურნალისტმა ლინდსი სნელმა, რომელიც აშუქებს კონფლიქტებსა და მათ შედეგებს, არცახის ეთნიკური წმენდიდან ერთი თვის შემდეგ სოციალურ ქსელ X-ის მიკრობლოგზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც არცახელი ქალი ყვება, რომ მათმა მამამ მტკიცედ გადაწყვიტა დარჩეს არცახში.
„არცახში დარჩენილის ერთ-ერთ ქალიშვილს ვესაუბრე. აზერბაიჯანის სახელმწიფო მედია ცოტა ხნის წინ იკვეხნიდა, რომ აზერბაიჯანი აშენებს ადგილობრივ სატელეკომუნიკაციო სერვისებს, მაგრამ მთიან ყარაბაღში დარჩენილ სომხებს არ აქვთ ინტერნეტი და მობილური ტელეფონი და არ აქვთ უფლება ესაუბრონ საყვარელ ადამიანებს ზედამხედველობის გარეშე. ხოლო აზერბაიჯანის „რეინტეგრაციის“ ფარგლებში, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ იქ დარჩენილებს სომხური პასპორტები ჩამოართვა, მაგრამ აზერბაიჯანული პასპორტები არ მისცა. ეს ნიშნავს, რომ მთიან ყარაბაღში დარჩენილ სომხებს ამჟამად მოქალაქეობა არ აქვთ“, – წერს ცნობილი ჟურნალისტი.
არცახელი ქალი, რომელსაც ხმა შეეცვალა, სახე სიბნელეში აქვს, ამბობს, რომ მამა ვერანაირად ვერ დაარწმუნა, რომ დაეტოვებინა არცახი.
„თქვა: აქ სახლი ავაშენე და არ მინდა დავტოვო. სექტემბრის ბოლოს, როცა დედაჩემი უნდა მოსულიყო, მამაჩემმა მითხრა: 3-4 თვე აქ დავრჩები, ვნახავ რა რეინტეგრაცია იქნებაო. ეს მისი სიტყვებია. ამიტომ ველოდები მას. ვცადე დამერწმუნებინა, რომ დედასთან ერთად წამოსულიყო სომხეთში, ვუთხარი რა იცი რომ მოგვიანებით წამოსვლის ნებას დაგრთავენ-მეთქი? აზერბაიჯანის ხელისუფლებას, პირდაპირ რომ ვთქვათ, სჭირდება მაიმუნი ზოოპარკში, რომელიც მათ შეუძლიათ აჩვენონ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, ჟურნალისტებს და გაეროს, როგორც ექსპონატი. 1 ოქტომბრის შემდეგ მასთან არანაირი კომუნიკაცია არ გვქონია. 5-6 დღე გავიდა რაც დარეკა, ძალიან ვღელავდით. მივიდა წითელი ჯვრის ცენტრში, რომელიც ახლაც მუშაობს, იქ wifi იყო, მესინჯერით დაგვირეკა, გვითხრა, რომ კარგად არის, წითელი ჯვრის თანამშრომლები საკვებს აძლევენ. ამის შემდეგ კვირაში ერთხელ ან მე მირეკავს, ან დედაჩემს. ბოლოს ორჯერ დარეკა არა მისი ნომრიდან, არამედ აზერბაიჯანული ნომრიდან. დიდხანს ვერ ლაპარაკობდა. თითოეული სატელეფონო საუბარი გრძელდება 5-10 წუთი. ბევრს არ ამბობს, რადგან გვერდით ყოველთვის ვიღაც უდგას“, – ამბობს მისი ქალიშვილი.