საზოგადოება

ლემკინის ინსტიტუტმა მოუწოდა გაერო-ს მისია გაგზავნოს  მთიან ყარაბაღში

როგორც factor.am -ი წერს,   ლემკინის გენოციდის პრევენციის ინსტიტუტი იმედგაცრუებულია 1 ოქტომბრის გაეროს მისიის ვიზიტის შედეგებით არცახში (მთიანი ყარაბაღი) რომელიც შედგა იმ დროს, როდესაც არცახის მთელი სომეხი მოსახლეობა უკვე გაქცეული იყო იძულებითი გადაადგილების გამო ბოლო აზერბაიჯანული განცხადების შემდეგ.  ამის შესახებ ლემკინის გენოციდის პრევენციის ინსტიტუტმა X სოციალური საიტის ოფიციალურ გვერდზე განაცხადა. „მოვუწოდებთ გაერო-ს მოამზადოს სათანადო მისია არცახის რესპუბლიკაში, რომელშიც შევლენ კონფლიქტის მიმართ ნეიტრალური ქვეყნების საერთაშორისო გუნდის წევრები, რათა ჩაატაროს ადგილზე არსებული ვითარების საფუძვლიანი ანალიზი. არცახში სომხების უფლებების უზრუნველსაყოფად, გაერომ უნდა იმოქმედოს პროფესიონალურად, მიუკერძოებლად და გაეროს წესდებაში მოცემული ღირებულებებისადმი ერთგულებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button