მთავარიპოლიტიკა

სომხეთი კვლავ რჩება დემოკრატიის შუქურად სამხრეთ კავკასიაში  –  ამერიკის ელჩი

ახალი საპატრულო პოლიციის ამოქმედებით სიუნიქის რეგიონის მცხოვრებლებს საშუალება ექნებათ უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ სამართალდამცავი და მართლმსაჯულების სისტემის წარმომადგენლებთან და თავი დაცულად იგრძნონ. “Armenpress”-ის  ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთში აშშ-ის ელჩმა კრისტინა ქუინმა განაცხადა, რომელიც მონაწილეობდა პოლიციის საპატრულო სამსახურის სიუნიქის რეგიონის სამმართველოს მუშაობის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.

„ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სახელით, მე მაქვს პატივი, შემოგიერთდეთ დღეს ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე. ვიცი, რომ ამ საზეიმო ცერემონიის შემდეგ სიუნიქის საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ოფიციალურად წავლენ თავიანთი მოვალეობის შესრულებაზე მთელს რეგიონში. ეს ასევე აღნიშნავს საპატრულო პოლიციის ფორმირებას სომხეთის რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე.

ვისარგებლე იმ შესაძლებლობით, რომ მე ვარ აქ, სიუნიქში, მინდა მოგითხროთ იმ მნიშვნელოვანი სამუშაოს შესახებ, რომელსაც თქვენ განახორციელებთ აქ, სიუნიქის რეგიონში.

სომხეთის პრემიერ-მინისტრისადმი მიწერილ წერილში პრეზიდენტმა ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების სრული მხარდაჭერა სომხეთის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და დემოკრატიის მიმართ. უპირველეს ყოვლისა, ეს ვალდებულება მოქმედებს და ეხება თავად სიუნიქის რეგიონს, რომელიც განსაკუთრებით დაზარალდა რეგიონული კონფლიქტით და გარე აგრესიით, ხოლო ბოლო დროს სიუნიქმა მიიღო მთიანი ყარაბაღიდან დევნილი 100 000-ზე მეტი ეთნიკური სომეხი.

თუმცა, მიუხედავად ამ სირთულეებისა და პრობლემებისა, სომხეთისა და სიუნიქის რეგიონის ვალდებულება კანონის უზენაესობის გაძლიერებაზე ურყევი დარჩა. სწორედ ამ ვალდებულების წყალობით სომხეთი რჩება დემოკრატიის შუქურად სამხრეთ კავკასიაში“, – აღნიშნა ქუინმა.

აშშ-ს ელჩის თქმით, შეერთებული შტატებისთვის დიდი პატივი იყო თანამშრომლობა სომხეთის რესპუბლიკასთან პოლიციის რეფორმების ამ სპასუხისმგებლო  პროგრამის განხორციელებაში.

„მინდა შევაქო პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობა ქვეყანაში რეფორმების პროცესის წარმართვაში.

იმ პოზიტიური მიღწევების ფონზე, რომელიც მიღწეულია დღემდე ამ რეფორმებში, მოხარული ვარ განვაცხადო, რომ შეერთებული შტატები დამატებით გამოჰყოფს  1 მილიონ აშშ დოლარს პოლიციის რეფორმის მხარდასაჭერად. ადრე კი 15 მილიონი უკვე გაცემულია.

ეს დამატებითი დაფინანსება გამოყენებული იქნება 2024 წლისთვის დაგეგმილი საპატრულო პოლიციის შემდეგი აკადემიის ჩასატარებლად“, – თქვა ქუინმა.

მან კიდევ ერთხელ მიულოცა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს სამსახურის დაწყება.

ნახეთ მეტი
Back to top button