პოლიტიკა

შუამავლებმა მხარეებს საბჭოთა კავშირი 1974-1978 წწ.  რუკები მიაწოდეს  –  კოსტანიანი ლავროვის განცხადებაზე

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვაჰან კოსტანიანმა უპასუხა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას, რომ სომხეთს და აზერბაიჯანს შეუძლიათ ბედი სცადონ და მოლაპარაკება აწარმოონ დასავლურ პლატფორმებზე, მაგრამ საბჭოთა კავშირის დროიდან შემორჩენილი რუკები, რომლებიც შეიძლება გახდეს დელიმიტაციის საფუძველი, მხოლოდ რუსეთთანაა.

ვაჰან კოსტანიანმა ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა, რომ შუამავლებმა სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს საბჭოთა კავშირის 1974-1978 წლების რუქები მიაწოდეს.

„1974-1978 წლების რუკები, რომლებზეც საუბრობენ, არსებობს. მათ იცნობს როგორც სომხური, ასევე აზერბაიჯანული მხარე. ეს რუკები მხარეებს სხვადასხვა შუამავლებმა მიაწოდეს“, – განაცხადა კოსტანიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button