პოლიტიკა
ჩვენი მთავარი მიზანი მეზობლებთან ურთიერთობის დარეგულირებაა – საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

სომხეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ პრობლემა არა მოლაპარაკების პლატფორმებშია, არამედ თვით მოლაპარაკების სომხეთის მთავარი მიზანი მეზობლებთან ურთიერთობის მოწესრიგებაა.
ამის შესახებ ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვაჰან კოსტანიანმა განაცხადა, როცა შეეხო ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის ჩარლზ მიშელის, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის შეხვედრის გადადებას, რომელიც ოქტომბრის ბოლოს იყო დაგეგმილი.
„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ პრობლემა პლატფორმები არ არის, ჩვენი მთავარი მიზანი მეზობლებთან ურთიერთობის მოწესრიგებაა და, დიახ, ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ“, – განაცხადა კოსტანიანმა.