საზოგადოება

რეფორმების შედეგებს მოქალაქეები 2024 წლის პირველი თვეებიდან იგრძნობენ. უზენაესი სასამართლო საბჭოს თავმჯდომარემ მიიღო ევროკავშირის ელჩი

უზენაესი სასამართლო საბჭოს თავმჯდომარემ კარენ ანდრეასიანმა მიიღო სომხეთში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი, ელჩი ვასილის მარაგოსი, იუწყება უზენაესი  სასამართლო საბჭო.

„შეხვედრაზე უზენაესი სასამართლო საბჭოს თავმჯდომარემ ევროკავშირის ელჩს წარუდგინა სასამართლო სისტემაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაფიქსირებული მასშტაბური რეფორმები და მიღწევები, რომელთა დადებით შედეგებს მოქალაქეები საკუთარ ცხოვრებაში იგრძნობენ 2024 წლის პირველ თვეებში. კარენ ანდრეასიანმა ისაუბრა სასამართლოების დიდ როლზე სომხეთში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე სასამართლო სისტემაში კორუფციული ფენომენების წინააღმდეგ გაწეულ მუშაობაზე.

კარენ ანდრეასიანმა საგულისხმო მიიჩნია, რომ უზენაესი სასამართლო საბჭოსთვის პრიორიტეტულია ევროკავშირთან თანამშრომლობა, რომლის ერთ-ერთი დადებითი შედეგია სამოქალაქო სამართალწარმოების დიგიტალიზაცია, რაც იქნება როგორც მოქალაქის, ისე სახელმწიფოს ინტერესებში, გამოიწვევს სასამართლო საქმეების განხილვის ვადის მნიშვნელოვნად შემცირებას.

ევროკავშირის ელჩმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისას განხორციელებული მიღწევებისთვის, უმთავრესად მიიჩნია სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და გამოთქვა თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა.

შეხვედრის დასასრულს მიღწეულ იქნა შეთანხმება არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე, გამოცდილების გაცვლაზე, სასამართლო სისტემის პოლიტიკის შემუშავების კუთხით თანამშრომლობაზე, სასამართლო შენობების პირობების გაუმჯობესების კონცეფციების შემუშავებაზე და მასთან დაკავშირებული პროგრამების განხორციელებაზე, სხვა სტრუქტურული საკითხები.

ნახეთ მეტი
Back to top button