მთავარიპოლიტიკა

სომხეთის მთავრობის გეგმებში შედის აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება და თურქეთთან ურთიერთობის მოწესრიგება. ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთის მთავრობის გეგმებს შორისაა აზერბაიჯანთან სამშვიდობო და ურთიერთობების მოგვარების შეთანხმების ხელმოწერა, ასევე თურქეთთან ურთიერთობის მოწესრიგება.

„ჩვენი გეგმები მოიცავს აზერბაიჯანთან სამშვიდობო და ურთიერთობების მოგვარების ხელშეკრულების ხელმოწერას და თურქეთთან ურთიერთობების დარეგულირებას. რამდენადაც ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ ასეთი პროგრამით წინსვლა სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ინტერესებში შედის“, – განაცხადა ფაშინიანმა, იტყობინება Armenpress-ი.

პრემიერის თქმით, ჩამოშლის პირას მყოფ მსოფლიო წესრიგში სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ერთადერთი ინსტრუმენტი სამშობლოს იდენტიფიცირებაა სახელმწიფოსთან, მის ტერიტორიასთან, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებთან, ტერიტორიულ მთლიანობასთან.

„ამ აღქმიდან გამომდინარე მთავარი, პრაქტიკული პრობლემა, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, არის სახელმწიფოს გეოგრაფიული მდებარეობის გაცნობიერება და მნიშვნელოვნად მიმაჩნია აღმოსავლეთ-დასავლეთის, ჩრდილოეთ-სამხრეთის გლობალური დისკუსიის წინ გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ ვიმყოფებით სამხრეთ კავკასიის რეგიონში, გვყავს ოთხი მეზობელი და მათთან ურთიერთობაში იმალება ყველა ძირითადი საფრთხე და შესაძლებლობა, რაც შეიძლება გვქონდეს. ამ კუთხით ასევე მნიშვნელოვანია საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან მეგობრული, თანამშრომლობითი ხასიათის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button