პოლიტიკა

ჩრდილოეთ-სამხრეთის გზის მშენებლობაში სერიოზული პროგრესი გვაქვს. პრემიერ მინისტრი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ჩრდილოეთ-სამხრეთის გზის მშენებლობაში სერიოზულ პროგრესს ხედავს.

ამის შესახებ პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის წინასწარი განხილვისას ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა.

„2018 წელთან შედარებით ჩვენი კაპიტალური ხარჯები 2024 წელს 310 პროცენტით ანუ 537 მილიარდი დრამით (დაახლოებით 1.342500000 აშშ დოლარი) გაიზრდება. ჩვენი გეგმები ასევე მოიცავს მინიმუმ 500 კმ გზის საფუძვლიან რემოპნტს ან შეკეთებას 2024 წლისთვის. სიამოვნებით უნდა აღვნიშნო, რომ ჩრდილოეთ-სამხრეთის მშენებლობის კუთხით სერიოზული პროგრესი გვაქვს. ცოტა ხნის წინ ხელი მოვაწერეთ კონტრაქტს აგარაკ-ქაჯარანის მონაკვეთის მშენებლობაზე, რომელსაც ირანული კომპანია განახორციელებს“, – განაცხადა ფაშინიანმა.

პრემიერ-მინისტრმა აცნობა, რომ იყო გარკვეული პრობლემები სისიანი-ქაჯარანის მონაკვეთთან დაკავშირებით, იყო მოსმენები საერთაშორისო პარტნიორებთან სატენდერო პროცედურებთან და გარკვეულ პარამეტრებთან დაკავშირებით. ამის გამო სატენდერო პროცედურა დაგეგმილი გრაფიკით არ მიმდინარეობს.

„მაგრამ ჩვენ ახლა მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში შესაძლებელი იქნება ძალიან კონკრეტული განცხადების გაკეთება კონკრეტული კომპანიის მიერ მთელი ამ მონაკვეთის მშენებლობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ შეთანხმება წინასწარია.

ნახეთ მეტი
Back to top button