ეკონომიკა
2023 წლის სექტემბერში დაფიქსირდა ახალი რეკორდი: 726 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი. ფაშინიანი

2023 წლის სექტემბერში დაფიქსირდა ახალი რეკორდი: 726 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი. ამის შესახებ ეროვნულ ასამბლეაში, საპარლამენტო მუდმივმოქმედი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, 2024 წ. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას 30 ოქტომბერს განაცხადა სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.
რეგისტრირებული სამუშაო ადგილების რაოდენობამ 726 056 შეადგინა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2018 წლის მაისთან შედარებით 178 067-ით მეტია. „ეს ნიშნავს, რომ მოქმედმა ხელისუფლებამ თავისი საქმიანობის მანძილზე 178 ათასამდე ახალი სამუშაო ადგილი შექმნა“, – დასძინა მან.