2024 წელს სომხეთში რეალური ხელფასების 8,8 პროცენტიანი ზრდაა პროგნოზირებული

2024 წელს სომხეთში რეალური ხელფასების 8,8 პროცენტიანი ზრდაა პროგნოზირებული.
ამის შესახებ განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ვაჰე ჰოვჰანნისიანმა პარლამენტის მუდმივმოქმედი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წინასწარი განხილვისას.
„მიგვაჩნია, რომ ის დადებითი ტენდენციები, რომლებსაც ვაფიქსირებთ შრომის ბაზარზე, 2024 წელსაც გაგრძელდება. მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში, 2023 წელს დაქირავებულ მუშაკთა რაოდენობის და რეალური ხელფასის ზრდას ვგეგმავთ, შესაბამისად, 5.5 და 13.6 პროცენტით. ხოლო 2024 წელს ხელფასები 8,8 პროცენტით გაიზრდება, დაქირავებულთა რაოდენობა 2,7 პროცენტით გაიზრდება“, – აღნიშნა მინისტრმა.
მისი თქმით, მთავრობა ელოდება, რომ 2023 და 2024 წლებში დასაქმების ზრდა იქნება.
„2023 წელს გვაქვს დასაქმების 3,2 პროცენტიანი ზრდა, 2024 წელს იქნება 1,4 პროცენტიანი ზრდა. უმუშევრობის დონე შემცირდება და 12,3 პროცენტს მიაღწევს“, – დაასკვნა ჰოვჰანნისიანმა.