საერთაშორისო
ბოლო 24 დღის განმავლობაში ისრაელიდან საქართველოში 15 ათასი ადამიანი გაემგზავრა – საქართველოს ელჩი ისრაელში

ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას განცხადებით, ისრაელიდან საქართველოში სულ 15 000 ადამიანი გაემგზავრა, საიდანაც საქართველოს მოქალაქე იყო მხოლოდ 1500-ი კაცი. ამის შესახებ წერს “ინტერპრესნიუსი”.
„ბოლო 24 დღის განმავლობაში ისრაელი საქართველოს მოქალაქეობის მქონე 1500-მდე ადამიანმა დატოვა. ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების დათვლა არ ხერხდება. მთლიანობაში ისრაელიდან საქართველოში 15000 ადამიანი გაემგზავრა, მათ შორის საქართველოს 1500 მოქალაქე“, – აღნიშნა ელჩმა.
გარდა ამისა, ლაშა ჟვანიამ ისრაელში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა.
ელჩის თქმით, რამდენიმე კვირაა სტრესული ვითარება აისახა ადამიანების ფსიქიკაზე, ამიტომ ელჩი მძიმე სტრესული ფონის მქონეებს ურჩევს მოერიდონ გარემოს და გადავიდნენ ისრაელის ცენტრალურ ნაწილში ან სამშობლოში დაბრუნდნენ.