მთავარისაზოგადოება

ევროკავშირი სომხეთისთვის ჰუმანიტარულ დაფინანსებას დაახლოებით 1,7 მილიონი ევროთი ზრდის

ევროკომისია ზრდის ჰუმანიტარულ დაფინანსებას სომხეთისთვის დაახლოებით 1,7 მილიონი ევროთი, რათა დაეხმაროს სომხეთში მთიანი ყარაბაღიდან იმიგრირებულ ადამიანებს.

„ახალი დაფინანსება გამოყენებული იქნება იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ევროკავშირის ჰუმანიტარული დახმარების შემდგომი გასაძლიერებლად,  ფულადი დახმარების, თავშესაფრის, სურსათის უსაფრთხოებისა და საარსებო წყაროს, დაცვისა და ჯანდაცვის უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია ევროპის სამოქალაქო დაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების გენერალური დირექტორატის განცხადებაში.

კრიზისების მართვის კომისარმა იანეზ ლენარჩიჩმა თქვა, რომ ევროკავშირი ზრდის ჰუმანიტარულ დაფინანსებას ზამთრისთვის მოსამზადებლად.

ევროკავშირი შეახსენებს, რომ ეს დაფინანსება კომისიის მიერ უკვე გამოცხადებულ 10,45 მილიონ ევროს დანამატია, შესაბამისად დაფინანსების მთლიანი მოცულობა 12 მილიონ ევროს გადააჭარბებს.

ნახეთ მეტი
Back to top button