რა ღირს და რომელ დიზაინერს ეკუთვნის ნიცა თავაძის კაბა, რომელიც Ballon d’Or-ის ცერემონიაზე ეცვა?

დღეს დილიდან მსოფლიო მედია აშუქებს სპორტული სამყაროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანა მოვლენას, Ballon d’Or-ს. პარიზში, ფეხბურთის სამყაროსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდოს “ოქროს ბურთის” გადაცემის ცერემონია გაიამართა და გასული სეზონის საუკეთესო სპორტსმენები გამოვლინდა. ამის შესახებ წერს allnews.ge.
საქართველოსთვის და ქართველებისთვის კი წლევანდელი Ballon d’Or განსაკუთრებული იმით იყო, რომ მსოფლიო ვარსკვლავების გვერდით ნომინანტად ხვიჩა კვარაცხელიაც გამოვიდა.

“კვარამ” ოქროს ბურთის ნომინანტთა შორის მე-17 ადგილი დაიკავა და უკან ჩამოიტოვა ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან ჯუდ ბელინგემი, ჰარი კეინი და ლაუტარო მარტინესი. ღონისძიებაზე, წითელ ხალიჩაზე ხვიჩა მეუღლესთან, ნიცა თავაძესთან ერთად გამოვიდა. წყვილი ემოციებით სავსე ჩანდა, რაც ბუნებრივია. ხვიჩამ ჟურნალისტებთან მცირე კომენტარიც გააკეთა და თქვა, რომ “ასეთ რამეზე ვერც იოცნებებდა”.
“ოცნებაშიც ვერ წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს აქ მომიწევდა მოსვლა. ძალიან გახარებული ვარ და ძალიან მადლიერი ვარ აქ ყოფნის გამო. პატივს ვცემ ყველა ფეხბურთელს. ჩემთვის სასიამოვნოა აქ, მათთან ერთად ყოფნა, აქ დიდებული ფეხბურთელები არიან, მიხარია, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვარ”, – აღნიშნა “კვარამ”.
როგორც მოსალოდნელი იყო ქართული მედია და ცნობილი სახეები დილიდან აქტიურად განიხილავენ ხვიჩას და ნიცას წითელ ხალიჩაზე შესვლის მომენტსა და წყვილის ჩაცმულობის თემას. ქართველმა ფეხბურთელმა, სხვა ვარსკვლავებისგან განსხვავებით, არჩევანი ნაკლებად ცნობილ ბრენდებზე შეაჩერა. ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლეს კი ალექს პერის შავი სადა კაბა ეცვა. კაბის ფასი 3 000 დოლარია